GD Banner
საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: უკრაინა პუტინის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის ანდრეი ბელოუსოვის მკვლელობას გეგმავდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

რიაბკოვის თქმით, პუტინზე და ბელოუსოვზე თავდასხმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს დაურეკა და უთხრა, რომ მათ უკრაინელების გეგმის შესახებ იციან.

„მოსკოვმა და ვაშინგტონმა ესკალაციის ახალი ფაზის თავიდან აცილება შეძლეს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა