სოციალური ქსელები და მედია

ვასილ მაღლაფერიძე – პირველი არხის ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ამჯერად იმ ლეგიონის წევრები ემუქრებიან, რომლებიც ადამიანების დაგესვლაში დაოსტატებულები არიან და ეტყობათ, სათანადო მომზადებაც გავლილი აქვთ

ნეოკანიბალიზმის შემოტევები გრძელდება და ამჯერად, პირველი არხის ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ემუქრებიან იმ ლეგიონის წევრები, რომლებიც ადამიანების დაგესვლაში მართლაც ძალიან დაოსტატებულები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, პირველი არხის ჟურნალისტებს პატივისცემას, თანადგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ ისინი მუქარების გამო არ შეუშინდებიან მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევას.

„ნეოკანიბალიზმის შემოტევები გრძელდება და ამჯერად, პირველი არხის ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ემუქრებიან იმ ლეგიონის წევრები, რომლებიც ადამიანების დაგესვლაში მართლაც ძალიან დაოსტატებულები არიან. ეტყობათ, რომ სათანადო მომზადებაც გავლილი აქვთ და სულიერი მდგომარეობაც ხელს უწყობთ.

რაც შეეხება პირველი არხის ჟურნალისტებს, ჯოჯოხეთით რომ ემუქრებიან, დარწმუნებული ვარ, ისევ საკუთარ სინდისთან თანხმობაში გააგრძელებენ მუშაობას და მუქარების გამო არ შეუშინდებიან მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევას.

პირადად მე, რასაკვირველია, მათ დიდ პატივისცემას, თანადგომას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, რადგან, მგონია, სიძულვილის ლეგიონისგან წამოსულ შხამს, მხოლოდ სოლიდარობით, თანადგომით და გამხნევებით ვუმკურნალებთ და არა საპასუხო მუქარით და აგრესიით (რისი არც გამოხატვა და არც განხორციელება, რთული არაა!).

ცხადია, სოლიდარობისკენ ვერავის მოვუწოდებ, ეს ნებაყოფილობითი აქტია და საკუთარი მსოფლხედვიდან გამომდინარე, ყველა თავად წყვეტს და ირჩევს, ვის მიმართ და რა დროს გამოიჩენს თანადგომას – კაცმა რომ თქვას, საბოლოო ჯამში, ნამდვილი კოლეგიალობაც და მეგობრობაც ამას ეფუძნება. ძველი ბერძნები ამბობდნენ, ბოლოს ყველა თავის მსგავსთან მივაო. ამ საქმეში ფარისევლობა არ გამოვა – ან კანიბალს უჭერ მხარს, ან მის მსხვერპლს, ანუ ვისთანაც მსგავსებას ხედავ!

P.S. დაბოლოს, რიტორიკული შეკითხვა სიძულვილის ლეგიონის წევრებს და მათ გულშემატკივრებს – ნუთუ მართლა გენატრებათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თქვენი გამოთქმული აზრისთვის ან გაკეთებული სიუჟეტისთვის ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევენ?! პაწა დაფიქრებულიყავით, არ გაწყობდეთ იქნება და ეგება!“, – წერს მაღლაფერიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,539 ნახვა