უცხოური მედია

„ტრამპზე თავდამსხმელის ცხედარი „ გამქრალია!“- კონგრესმენი ჰიგინსი FBI-ს ადანაშაულებს

ტრამპზე თავდამსხმელის, მეთიუ კრუკსის  ცხედარი „გამქრალია“,-ამის შესახებ წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, კლეი ჰიგინსმა განაცხადა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში  FBI დაადანაშაულა. 

რესპუბლიკელი კლეი ჰიგინსი წარმოადგენს კონგრესის ორპარტიულ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას იძიებს.  

პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა ჰიგინსმა   5 აგვისტოს, მეთიუ კრუკსის ცხედრის დათვალიერება მოითხოვა. თუმცა, მისი თქმით, ამან „დიდი არეულობა გამოიწვია და შემაშფოთებელი ფაქტი გამოავლინა“.

ჰიგინსის განცხადებით,  მხოლოდ ახლა შეიტყო, რომ FBI-მ თავდასხმიდან 10 დღეში კრუკსის სხეული ოჯახს გადასცა კრემაციისთვის. 

ჰიგინსი ამბობს, რომ არავინ იცოდა ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის შესახებ, მათ შორის ადგილობრივმა სამართალდამცველებმა. კონგრესმენის თქმით, გამოძიებას ჯერ კიდევ ჰქონდა გარდაცვლილის სხეულზე კანონიერი უფლება.

„პრობლემა, რომ მე არ შემიძლია ცხედრის დათვალიერება, მდგომარეობს შემდეგში- მე უკვე ვეღარ შევძლებ დავადგინო, რამდენად სწორად იყო შედგენილი გაკვეთის დასკვნა. რეალურად, ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ. დიახ, ჩვენ გადმოგვცემენ ფოტოებს, მაგრამ დარწმუნებით ვერ შევძლებ ვთქვა, რომ ეს დასკვნები და ფოტოები ზუსტია. “,-განაცხადა ჰიგინსმა. 

ჰიგინსმა პირობა დადო, რომ ქვას ქვაზე არ დატოვებს და თავის კოლეგებთან ერთად გააგრძელებს გამოძიებას.

„როგორც ვთქვი, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ყველა თეორია იქნება შესწავლილი, ყველა ეჭვი იქნება გაფანტული. ამერიკელი ხალხი იმსახურებს ამ თავდასხმის შესახებ სიმართლის ცოდნას, ჩემი მოვალეობაა, ამერიკელი ხალხისთვის უზრუნველვყო გამჭვირვალობა და სამართალი“,-განაცხადა მან.

კლეი ჰიგინსი წარმომადგენლობით პალატაში არჩევამდე ლუიზიანაში პოლიციელად მუშაობდა. 2023 წელს მან გამოთქვა ვარაუდი, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა პროვოცირებული იყო ოპერატიული მუშაკების, რომლებიც FBI-მ შეუმჩნევლად, ავტობუსები მიიყვანა ადგილზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,625 ნახვა