GD Banner
სპორტი

„მამაჩემი, ბავშვობიდანვე მეუბნებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეო..მსოფლიო ჩემპიონობა სულ გმირობა მეგონა, მართლაც ასეა, ძალიან დიდი მოვლენაა“ – გენო პეტრიაშვილი

მამაჩემი, ბავშვობიდანვე მეუბნებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეო და მსოფლიო ჩემპიონობა სულ გმირობა მეგონა და მართლაც ასეა, ძალიან დიდი მოვლენაა, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი აცხადებს.

როგორც გენო ამბობს, მისი მთავარი ფორმულაა არ დანებდეს და ბოლომდე იბრძოლოს.

„როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა სპორტი, მონდომებული ბავშვი ვიყავი. სპორტულ ცხოვრებას თან ახლავს როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მზად ვართ ყველაფრისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სამშობლო და ეს ყველაფერი შერწყმულია ჩემს ხასიათში და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ჩემი მთავარი ფორმულაა: არ დავნებდე და ბოლომდე ვიბრძოლო.“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ქართველმა თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვემ გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლმა პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დაზე ოქ­როს მედ­ალი მოიპოვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,105 ნახვა