Uncategorized

რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა

რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა არიზონაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გულის სიღრმეში აღარ მჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვების რეალისტური გზა მაქვს“, – განაცხადა კენედიმ.

კენედის განცხადებით, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს და ამის სამი მიზეზი დაასახელა: „სიტყვის თავისუფლება, ომი უკრაინაში და შვილების წინააღმდეგ ომი“.

ამასთან, მისივე თქმით, სჯერა, რომ სამართლიან სისტემაში არჩევნებს მოიგებდა.

რობერტ კენედი უმცროსმა აღნიშნა, რომ იმ 10 შტატში, სადაც „რესპუბლიკელ“ და „დემოკრატ“ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ბრძოლა დაძაბულია, ბიულეტენზე მისი სახელი აღარ იქნება.

„ჩვენი გამოკითხვები მუდმივად აჩვენებდა, რომ იმ შტატებში, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს, თუ საარჩევნო ბიულეტენზე დავრჩები, არჩევნებში გამარჯვებას „დემოკრატებს“ გადავცემ, რომელთაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში არ ვეთანხმები – ცენზურის, ომისა და ქრონიკული დაავადებების შესახებ“, – აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,153 ნახვა