Uncategorized

მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა

JPG edited with https://ezgif.com/resize

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეერთებული შტატები თავის ელჩს მექსიკის შიდა საქმეებში ჩარევისთვის იყენებს, ობრადორმა დადებითად უპასუხა.

გასულ ხუთშაბათს, აშშ-ის ელჩმა მექსიკის სასამართლო რეფორმა შეაფასა, როგორც საფრთხის შემცველი მექსიკის დემოკრატიისთვის.

ობრადორმა ხაზი გაუსვა ქვეყნების დამოუკიდებელი სუვერენიტეტების პატივისცემის აუცილებლობას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,527 ნახვა