Uncategorized

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევა განახორციელა – არიან დაღუპულები

რუსეთი მეორე დღეა უკრაინაზე მასიურებულ კომბინირებულ თავდასხმას ახორციელებს. ათობით კამიკაძე-დრონის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

გავრცელდა ინფორმაცია ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების შესახებ.

მანამდე, ღამის განმავლობაში, რუსებმა რამდენიმე ათეული „შაჰიდი“ გაუშვეს. ასევე განახორციელეს თავდასხმები, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტით კრივი რიჰზე და სამი ჰიპერბგერითი კინჟალის რაკეტებით დასავლეთ უკრაინაზე.

რუსული სარაკეტო დარტყმის პარალელურად, გრძელდება დრონებით თავდასხმები.

უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინება, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მანევრირებას ახდენენ ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერკასის, სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში.

კრივი-რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ კრივი-რიჰის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი სიტნიჩენკომ განაცხადა. სიტნიჩენკო წერს, რომ აფეთქების შედეგად სასტუმროს გარდა, დაზიანდა მიმდებარე სახლები, მაღაზიები, კვების ობიექტები და მანქანები.

ზაპოროჟიეში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი Telegram არხზე წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, რუსებმა შვიდი დარტყმა განახორციელეს უპილოტო საფრენი აპარატებით ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქში. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,807 ნახვა