GD Banner
Uncategorized

სტოლტენბერგი: უკრაინას თავდაცვის უფლება მისი საზღვრების ფარგლებს გარეთაც აქვს

J

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, და ეს უფლება მხოლოდ მისი საზღვრებით არ შემოიფარგლება.

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატომ უკრაინის გეგმების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა და მასში მონაწილეობას არ იღებდა.

სტოლტენბერგმა დაამატა, რომ უკრაინა რისკავს, როცა რუსეთის ტერიტორიაზე იჭრება, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ აწარმოოს მისი სამხედრო კამპანია.

„[უკრაინის] პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ [კურსკის] ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა, რათა მომავალში რუსეთის იერიშების პრევენცია მოახდინოს“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა