Uncategorized

ანა სუბელიანი – ძალიან საშიშები ხართ და თქვენი ნაწილი საკმაოდ ბოროტებიც… მეშინია თქვენი, ჩემო უცოდველო ბაბლო

ოპოზიციონერი სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „სირცხვილიას“ მიმართ განხორციელებულ ბულინგს ეხმაურება.

„ძალიან საშიშები ხართ და მგონია, რომ თქვენი ნაწილი საკმაოდ ბოროტებიც. იქნებ ერთი სულიც კი გქონდათ, რომ წაქცეულები გენახათ და ზედ გადაგევლოთ, წლების ბოღმა ამოგენთხიათ.

მეც გამიკვირდა, მეც არ მომეწონა, მეც არ გავიზიარე და შეიძლება მაგრადაც მეჩხუბა, მაგრამ დაცვის ინსტინქტი გამიაქტიურდა თქვენს შემხედვარეს. ეს ვნება, რასაც თქვენში ვხედავ ახლა, არც პატრიოტიზმია და არც პრინციპულობა. უბრალოდ აწყვეტილები ქოლავთ ადამიანებს, ვისაც თქვენს უმრავლესობაზე ბევრად მეტი აქვთ ნაბრძოლიც და გადატანილიც.

მეშინია თქვენი, ჩემო უცოდველო ბაბლო“,-წერს ანა სუბელიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,174 ნახვა