უცხოური მედია

ქმნიდა სახიფათო მომენტებს, ჩანს, რომ ახალი როლის სიმძიმეს გრძნობს – იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიას თამაშზე

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მესამე ტურში „პარმა“ უმძიმეს ბრძოლაში საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ იტალიური მედიის შეფასებას ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე.

Calcionapoli1926 7 ქულა – „ერთადერთი, ვინც ნამდვილად ცდილობდა და თანაგუნდელებს მომენტებს უქმნიდა. ქმნიდა სახიფათო მომენტებს და თანაგუნდელებს კარის წინ ტოვებდა. ის „ნაპოლის“ ახალი ტექნიკური ლიდერია და ჩანს, რამდენად გრძნობს ამ ახალი როლის სიმძიმეს. თუმცა, თამაშის მიწურულს ხელიდან გაუშვა სიტუაციები, რომლებიც შეიძლებოდა უფრო სახიფათო ყოფილიყო“.

Tuttonapoli 6.5 ქულა – „პირველ ტაიმში ძალიან ბევრჯერ სცადა, ჩვეული, შესანიშნავი კლასით, ყოველთვის ხარივით თავდახრილი უტევდა. ლუკაკუს სახით კი, ჰყავს პარტნიორი შეტევაში, რომელიც აკლდა“.

Tuttomercatoweb 6 ქულა – „ნაპოლიში“ საუკეთესო პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში ასე აღარ იყო. მისდა საბედნიეროდ, ახალმა თანაგუნდელებმა ის ქვიშიდან ამოიყვანეს“.

Calciomercato 6 ქულა – „პირველივე წამებიდან ის ყველას წინააღმდეგ მარტო იყო. ბევრს მუშაობდა, ქმნიდა სახიფათო სიტუაციებს და ყველას მისდევდა ბურთის დასაბრუნებლად. თუმცა, მატჩის მიწურულს ძალიან ჩქარობდა. ის ვერ ახერხებს მეტოქის ციხესიმაგრის გარღვევას“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ოთხ შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლის“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, სტუმრად „კალიარისთან“ გამართავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა