იაპონურ ტექნოლოგიურ კომპანიაში Qnote 32 ადამიანთან ერთად 10 კატა მუშაობს. South China Morning Post-ის ინფორმაციით, კომპანიამ ოფისიც კი გაარემონტა, რათა ოთხფეხა თანამშრომლებისთვის მასში ყოფნა უფრო კომფორტული გახდეს – მათთვის ოფისის ორი სართულია გამოყოფილი.
პირველი კატა, სახელად ფუტაბა კომპანიაში 2004 წელს გაჩნდა, დღეს ის „თავმჯდომარის“ თანამდებობას იკავეს, სხვა ოთხფეხა თანამშრომლები კი „კლერკებისა“ და „აუდიტორების“ თანამდებობებს ინაწილებენ. კატების ნაწილი ფუტაბას შთამომავლები არიან, ოფისში ასევე ქუჩიდან გადარჩენილი ცხოველები ბინადრობენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კატები ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარებიან და ცხოველების გამოჩენის შემდეგ სამსახურიდან წასულების რაოდენობა შემცირდა. ამიტომ, კატების სიყვარული Qnote-ში მუშაობის აუცილებელი პირობაა.