GD Banner
Uncategorized

გიორგი ქოჩორაშვილი: ძალიან ამაყი ვარ, რომ მოვახერხე მეორე გოლის გატანა ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვარ კმაყოფილი, რომ გუნდმა ორივე თამაში მოვიგეთ

ძალიან ამაყი ვარ, რომ მოვახერხე მეორე გოლის გატანა ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ბავშვობაში შეიძლება ვერც წარმომედგინა, რომ ჩემი პოზიციიდან შევძლებდი ორ თამაშში ორი გოლის გატანას, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან თამაშის შემდეგ.

„მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვარ კმაყოფილი, რომ გუნდმა ორივე თამაში მოვიგეთ. ვიცით, რომ მეორე თამაშში შეგვეძლო უკეთესადაც გვეთამაშა, მაგრამ ახლა გვაქვს ერთთვიანი სანაკრებო შესვენება. წავალთ გუნდებში, უფრო მეტად უნდა მოვუმატოთ და დავბრუნდეთ. უკრაინასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე უკვე წარსულს ჩაბარდა და უნდა მოვახერხოთ ჩვენს თავზე კონცენტრირება, უკეთესად რომ მოვახერხოთ დაბრუნება და ისევ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,189 ნახვა