პოლიტიკა

„ჩემს შუახევში, მთისათვის დამახასიათებელი სიმტკიცითა და პრინციპულობით გამორჩეული ხალხი ცხოვრობს“- „ქართული ოცნების“ დელეგატი ანზორ ბოლქვაძე შუახევის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში შუახევის დელეგატ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფლების: ტბეთის, გოგაძეების, მახალაკიძეებისა და გორის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები.

მათი თქმით, შუახევში მთისათვის დამახასიათებელი სიმტკიცითა და პრინციპულობით გამორჩეული ხალხი ცხოვრობს.

„გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით მოგახსენებთ, რომ სწორედ მთიანი რეგიონები, იქ არსებული ტრადიციების სიმყარე, უფროს-უმცროსობის ცამდე ასული შეგრძნება, მთასა და ბარში გამოწრთობილი ადამიანების სიმტკიცე უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას. ვისაც მჭიდრო კავშირი აქვს მთასთან, მათთვის სულაც არ წარმოადგენს სიახლეს ჩემი მოსაზრება, ისინი, ვინც ახლოს არის ამ რეალობასთან, 26 ოქტომბერს დარწმუნდებიან ჩემს სიმართლეში“,- განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,753 ნახვა