GD Banner
Uncategorized

კანადის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების ნებართვა უნდა მიეცეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა მისცენ უკრაინას ნება მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ინფორმაციას The Canadian Press-ი ავრცელებს.

„კანადა სრულად უჭერს მხარს უკრაინას შორი მოქმედების იარაღის გამოყენების საკითხში, რათა მან აღმოფხვრას და შეწყვიტოს რუსეთის შესაძლებლობები გაანადგუროს უკრაინული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, მოკლას უდანაშაულო ადამიანები მის მიერ უსამართლოდ წარმოებულ ომში“, – ციტირებს გამოცემა ტრიუდოს.

მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საკითხში უკრაინას სრულად უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ნატოს კონფლიქტში ჩათრევაზე საუბრობს.

კანადის პრემიერის განცხადებით, უკრაინის დამარცხება იქნება სიგნალი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, რათა მათაც დაიწყონ მეზობლების დაპყრობა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო წესრიგის დესტაბილიზაციას ახდენს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,966 ნახვა