GD Banner
Uncategorized

რომის პაპი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები

რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი  გააკრიტიკა.

რომის პაპის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლებმა არჩევანი ორ ბოროტებას შორის ნაკლებზე უნდა გააკეთონ.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სიცოცხლის საწინააღმდეგო პოლიტიკას აწარმოებს, რადგან ერთი აძევებს მიგრანტებს, მეორე კი კლავს ბავშვებს აბორტის დროს. 

„ორივე ეწინააღმდეგება სიცოცხლეს, ის, ვინც აძევებს მიგრანტებს და ის, ვინც კლავს ბავშვებს. ადამიანმა უნდა აირჩიოს ორი ბოროტებიდან ნაკლები. ვინ არის ორ ბოროტებას შორის უმცირესი? ეს ქალბატონი თუ ეს ბატონი? არ ვიცი. ყველამ, ვისაც სინდისი აქვს, უნდა იფიქროს ამაზე და გააკეთოს ეს. მიგრანტების გაგზავნა, მათი დატოვება, სადაც გინდა, მიტოვება, ეს რაღაც საშინელებაა, ბოროტებაა. დედის მუცლიდან ბავშვის გამოყვანა, მკვლელობაა, რადგან სიცოცხლეა. ამ საკითხებზე გარკვევით უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,185 ნახვა