პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში იკადრა, ამას აკეთებენ მხოლოდ მტრები

რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გორში იკადრა, ეს არის საკუთარი ისტორიის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი – ამას აკეთებენ მხოლოდ მტრები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.

“რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გორში იკადრა, ეს არის საკუთარი ისტორიის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ამას აკეთებენ მხოლოდ მტრები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველ ხალხზე შანტაჟი, დაშინება და მსგავსი ტყუილები, არა თუ არ მოქმედებს, პირიქით, გვაერთიანებს. გვაერთიანებს ღირსება, გვაერთიანებს ჩვენი ისტორია და გვაერთიანებს, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი, რომელიც იქნება ევროპული, უსაფრთხო, მშვიდობიანი.

შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი საქართველოში, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილი. მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არჩევანი გაკეთებულია. მსგავსი უღირსი განცხადებებით მხოლოდ თავის თავს აზიანებს. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანები, ღირსეულები, ეს არაერთხელ ვაჩვენეთ და 26 ოქტომბერს იმავეს ვიტყვით უკვე არჩევნებზეც“, – განაცხადა ხოშტარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,011 ნახვა