პოლიტიკა

„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხელვაჩაურში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის სოფლების: განახლებისა და ქვედა სამების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მშვიდობაზე, სტაბილურობასა და საქართველოს ღირსეულ ევროპულ მომავალზე. იმ ფასეულობებზე, რომლებიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

დელეგატის თქმით, ამომრჩეველთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაში.

„მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ერთიანობა და მიზნისკენ სვლა შედეგს გამოიღებს. ერთად, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვიაროთ მშვიდობისა და ევროპული განვითარების გზაზე, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის საერთო წარმატების საფუძველი გახდება,“- განაცხადა მინდია დიასამიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – ზაზა დიასამიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,132 ნახვა