GD Banner
ბიზნესი

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამას ხელს უწყობს სტაბილური კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.

„სტაბილურობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზეც კი არის შექმნილი ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კანონმდებლობის, ბიზნესგარემოს სტაბილურობის ხელშეწყობა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. ვფიქრობ, კანონმდებლობა არსებითად არის სწორად მორგებული ბიზნესის ინტერესებს. ამასთან დაკავშირებით, თუ რაიმე შენიშვნები იქნება მთავრობაც და პარლამენტიც მუდმივ რეჟიმში მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს მთელი რიგი სპეციალური პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას, როგორიც არის, მაგალითად,  სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ. ამ მიმართულებითაც აქტიური მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,189 ნახვა