GD Banner
Uncategorized

ლავროვი: დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესახებ იმის ნიშანი იქნება, რომ ნატო რუსეთს ეომება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესახებ ნიშნავს, რომ ნატო რუსეთს ეომება.

მისი თქმით, ნატო უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს დასავლეთთან ესკალაცია არ სურს.

ლავროვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ რუსეთს აქვს შეიარაღება, რომელიც „უკრაინის რეჟიმის პატრონებს სერიოზულ შედეგს მოუტანს,“ თუმცა მისივე განცხადებით, „ბირთვული ომი არავის სურს.“

„ჩვენ ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე იმ იმედით, რომ ჩვენს შეფასებებსა და განცხადებებს მოისმენენ ჭკვიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. იმის თქმა, რომ თუ ხვალ არ გააკეთებთ იმას, რასაც მე მოგთხოვთ, ჩვენ დავაჭერთ „წითელ ღილაკს“, არასერიოზულია,“ – თქვა ლავროვმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,577 ნახვა