პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე: ყველაფერს ფასი დააკარგვინეს. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ან სანქციის მუქარით, ან მისი აღსრულებით ვინმეს შეაშინებენ

თუ შენ ხარ საქართველოს პოლიტიკოსი და არა უსამშობლო პოლიტიკოსი, შენ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მათ შორის, არა მხოლოდ ფინანსური სანქციების გადასატანად, თუ საჭირო იქნება სიცოცხლის დასათმობადაც მზად უნდა იყო. თუ ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ საქართველოს პოლიტიკაში არაფერი გესაქმება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, აშშ-ს მიერ, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემუშავების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარე ძალები ცდილობენ საქართველო მუდმივად ამყოფონ კონტროლქვეშ, ისე რომ საქართველოს არ გააჩნდეს თავისი ნება გადაწყვეტილებების მიღების დროს.

მანვე აღნიშნა, რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან გამოცდილია და ზემოთ ხსენებული მანიპულაციებით მათ შეცდომაში ვერ შეიყვანენ.

„ეს ერთიანი თამაშის ნაწილია, რა ხდება ახალი, ახალი რამე ნახეთ? იმავეს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იმავეს აკეთებდნენ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. პირველად რომ ვიღებდით ვიზალიბერალიზაციას, მაშინაც ამას აკეთებდნენ. ეს ხალხი არის ამისთვის მომართული, რომ საქართველო მუდმივად ამყოფონ თავის კონტროლქვეშ, ისე რომ საქართველოს არ გააჩნდეს თავისი ნება გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს ყველაზე მძაფრად გამოჩნდა უკრაინასთან ომის დროს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ყველასგან ზეგავლენის გარეშე, საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილებებს და ვერ უზრუნველყვეს საქართველოს ომში ჩათრევა, მაშინ გაასმაგდა ეს ყველაფერი. თორემ არაფერი განსაკუთრებული მანამდეც არ ხდებოდა. ეს არის ერთი და იგივე ძალის მქონე ხალხი, ერთი და იგივე კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანები, რომლებიც წლებია ამ საქმიანობას ეწევიან. ამიტომ მე უკვე აღარაფერი მიკვირს და ალბათ უკვე ქართველ ამომრჩეველსაც აღარაფერი უკვირს. ყველაფერს ფასი დააკარგვინეს. საქართველოს ამომრჩეველი ძალიან გამოცდილია, ვინმეს თუ გონია ასეთი მანიპულაციებით, შეცდომაში შეიყვანს ამომრჩეველს ძალიან ცდება. ან რაღაცა სანქციებით, ან მუქარებით, ან ამ მუქარების აღსრულებითაც კი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,906,858 ნახვა