უცხოური მედია

ემანუელ მაკრონი: ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს

ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კათოლიკური ასოციაცია Sant’Egidio-ს მიერ ორგანიზებულ „შეხვედრაზე მშვიდობისთვის“.

„მოგვიწევს ევროპისთვის ახალი ორგანიზაციის ფორმაზე მსჯელობა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა. წარმოსახვის უნარი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიფიქროთ ხვალინდელ მშვიდობაზე, ახალი ფორმით მშვიდობაზე ევროპაში“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონი ასევე ახალი საერთაშორისო წესრიგის აშენების მოწოდებით გამოვიდა, რადგან, მისი აზრით, „დღევანდელი სისტემა არასრული და უსამართლოა, რადგან დღეს არსებული ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა, როდესაც ადგილები ნაწილდებოდა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,643 ნახვა