პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ენჯეოების“ ნაწილზე: უკვე ღიად ჩაერთნენ საარჩევნო კამპანიაში. ღიად გამოჩნდა, რომ რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილიყოს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, იმ შავი ფულის გამტარია, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყანაში დესტრუქციისთვის იყენებს.

„უკვე ღიად ჩაერთნენ საარჩევნო კამპანიაში. ღიად გამოჩნდა, რომ რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ. რეალურად გამოჩნდა, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ იმ შავი ფულის, იმ თავიანთი სპონსორებისგან და ლობისტებისგან წამოსული თანხების გამტარები, რომლებიც აქ ხმარდებოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის დანაყოფებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან დესტრუქციისთვის. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა“, – აცხადებს კირცხალია.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,787 ნახვა