GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე-ხედავენ რა გარე გლობალური ომის ძალები, რომ საქართველოში ხელისუფლებაში არჩევნების გზით მათ მარიონეტ მეხუთე კოლონას ვერანაირად ვერ მოიყვანენ, მსოფლიოს თვალწინ ჩვენს სამშობლოში ამზადებენ უკვე რიგით მესამე გადატრიალებას

„ხედავენ რა გარე გლობალური ომის ძალები ანუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები, რომ საქართველოში ხელისუფლებაში არჩევნების გზით მათ მარიონეტ მეხუთე კოლონას ვერანაირად ვერ მოიყვანენ. პირდაპირ დღისით, მზისით მსოფლიოს თვალწინ ჩვენს სამშობლოში ამზადებენ უკვე რიგით მესამე გადატრიალებას“- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უკვე აამუშავეს ცესკო-ს და ხელისუფლების გასაშავებლად იდეოლოგიური მანქანა. ამას ემსახურებიან, როგორც უცხოელი ბლოგერები, ისე ადგილობრივი ფულზე დაგეშილი, ე.წ. დემოკრატიისათვის შეფუთული მებრძოლები, ნაცტელევიზიები, საიდანაც იღვრება ათასგვარი სიცრუე, ცილისწამება.

„დღეს ჯვართამაღლებაა. გილოცავთ და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთულესი ჯვართამაღლების დღესასწაული საქართველოს 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ არ ჰქონია. საქმე შემდეგში მდგომარეობს-ხედავენ რა გარე გლობალური ომის ძალები ანუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები, რომ საქართველოში ხელისუფლებაში არჩევნების გზით მათ მარიონეტ მეხუთე კოლონას ვერანაირად ვერ მოიყვანენ. პირდაპირ დღისით, მზისით მსოფლიოს თვალწინ ჩვენს სამშობლოში ამზადებენ უკვე რიგით მესამე გადატრიალებას. როგორც ამბობენ ამისათვის 20 დღეზე გათვლილი დიდძალი თანხაა შემოსული. ხოლო არასამთავრობოები ამ წლების მანძილზე მათთვის მიცემული 2 მილიარდით ჰყავთ “დავერბოვკებულნი”. უკვე აამუშავეს ცესკო-ს და ხელისუფლების გასაშავებლად იდეოლოგიური მანქანა. ამას ემსახურებიან, როგორც უცხოელი ბლოგერები, ისე ადგილობრივი ფულზე დაგეშილი, ე.წ. დემოკრატიისათვის შეფუთული მებრძოლები, ნაცტელევიზიები. საიდანაც იღვრება ათასგვარი სიცრუე, ცილისწამება.

საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ რაც საქართველოს მიმართ ხდება, ეს არის გეოპოლიტიკური ბრძოლის ორგანული შემადგენელი ნაწილი. აქ გადატრიალებისათვის ფულს დებენ თავისი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. და არა რაღაც აბსტრაქტული, ვითომდაც დემოკრატიისათვის. ხომ ვნახეთ, როგორი დემოკრატიები დაამყარეს ამ ძალებმა: ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში, სირიაში, უკრაინაში, არაბულ ქვეყნებში, ბანგლადეშში… ასეთი დემოკრატიის დამყარება იქნება საქართველოშიც თუ ქართველი ხალხი არ დადგა მტკიცედ და შეურყევლად. უდავოა საქართველოში ვითარების არასათავისოდ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს ჩვენი ჩრდილოელი აგრესიული მეზობელი. ვინაიდან ეს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს უაღრესად უდიდეს საფრთხეს უქმნის (ამის დასტურია ჩვენთვის ერთხელ უკვე უმწარესად ნაწვნევი აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი). ამიტომაც არის, რომ ორი დღის წინ კრემლთან ფაქტობრივად შეცვალა საკუთარი ეროვნული უშიშროების ბირთვული დოქტრინა. სადაც ნათქვამია, რომ ბირთვული იარაღს გამოიყენებს არაბირთვული ქვეყნების მიმართაც! მე არავის ვაშინებ, მაგრამ ხელფასის, პენსიის მატება(რა თქმა უნდა კარგია), ბიზნესი, სახლ-კარი, საწარმო, მინდორ-ველი ერთ წამში უკან დაგვრჩება ყველას. ამის მკაფიო გამოცდილება და ნიშნები(დიახ ნიშნებია იმასთან შედარებით ის, რაც შეიძლება მოხდეს) აქვს აფხაზეთის და შიდა ქართლის უკვე 30 წლის მანძილზე საკუთარ სამშობლოში დევნილ მოსახლეობას. ამიტომაც ქუდზე კაცი 26 ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენი ოჯახების ანუ საქართველოში მშვიდობის დასაცავად“.-წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,193 ნახვა