GD Banner
უცხოური მედია

ბავშვებით ვაჭრობა და გაუპატიურება: როგორ მალავდა ჰოლივუდი ათწელულების მანძილზე პაფ დედის დანაშაულებს. სკანდალის სრული ქრონოლოგია

ჰოლივუდში დიდი სექს-სკანდალია, რომელიც ძალიან ჰგავს ეფშტეინის 5 წლის წინანდელ საქმეს. ცნობილი რეპერის და პროდიუსერის, შონ კომბსის (პაფ დედის) საეჭვო  საქმიანობაზე რამდენიმე დღეა ამერიკულ მედიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. რეპერი სამართალდამცველებმა უკვე დააპატიმრეს, მის ადვოკატებს კი, გირაოს შეფარდებაზე მოსამართლემ უარი განუცხადა. 

გამოძიებამ 50 -ზე მეტი მოწმე დაკითხა, თუმცა უახლოეს დღეებში, საჩივრების რაოდენობის  გაზრდას ელიან. რეპერის ცნობილ წვეულებებში , რომელიც Freak Offs-ის სახელით იყო ცნობილი, ჰოლივუდის მრავალი ვარსკვლავი მონაწილეობდა. მათ შორის- ჯასტინ ბიბერი, ჯენიფერ ლოპესი,  Jay-Z , ბიონსე, პრინცი ჰარი და ეშტონ კატჩერი.  სავარაუდოდ, გამოძიება  ამ ადამიანებითაც დაინტერესდება. 

წლების მანძილზე შონ კომბსმა ფსევდონიმი ბევრჯერ გამოიცვალა. თავიდან ის Puffy იყო, შემდეგ Puff Daddy, მოგვიანებით, P Diddy, შემდეგ Diddy, შემდეგ Swag, ისევ Puff Daddy, ბოლოს კი, ფსევდონიმი Love აიღო.  გრემის მფლობელ ამერიკელ რეპერს, მომღერალს, პროდიუსერს, მსახიობსა და ბიზნესმენს, რომლის პირადი ქონება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხმაურიანი სასამართლო პროცესი ელის. მას უკვე წაუყენეს ბრალდება ადამიანებით ვაჭრობაში, პროსტიტუციის ორგანიზებასა და სექსუალურ ძალადობაში.

შონ კომბსის საქმიანობაზე წლებია, სხვადასხვა ინფორმაციები არსებობდა, თუმცა ეს სერიოზულად არავის მიუღია. კერძოდ, რეპერი 50- cent-ი, რომელიც შონთან 18 წლია, დაპირისპირებულია, აცხადებდა, რომ პაფ დედი ქალებს სასმელში ნარკოტიკულ საშუალებებს უყრიდა, შემდეგ კი, აუპატიურებდა. ახლა 50 cent-ი  პაფ დედის ბრალდებებზე დოკუმენტურ ფილმს იღებს, სადაც ფოტოებით, ვიდეოებითა და თვითმხილველების მონაყოლით გაამყარებს ადრე მის მიერ გაჟღერებულ  შემაძრწუნებელ ფაქტებს . კომბსის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ 50 cent-მა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „განავალი სულ ახლახანს რეალობად იქცა“.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რეპერის ყოფილმა შეყვარებულმა კასანდრა ვენტურამ საჯაროდ განაცხადა მის მიმართ პაფ დედის მიერ განხორციელებულ ძალადობასა და სასტიკ მოპყრობაზე, რომელიც მისი თქმით, წლების მანძილზე გრძელდებოდა (2007- 2018 წ.წ.). გოგონას თქმით, როდესაც მან რეპერს განუცხადა, რომ მასთან დაშორებას აპირებდა, პაფ დედი სახლში შეუვარდა და გააუპატიურა. 

მედიაში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია კასანდრასა და პაფ დედის შორის კონფლიქტი: პირსახოცშემოხვეული რეპერი დერეფანში მისდევს კასანდრას, ყელში სწვდება და იატაკზე ანარცხებს. შემდეგ იწყება უმოწყალო ცემის სცენა. „ეს შემაძრწუნებელი ვიდეო კიდევ ერთხელ ამტკიცებს მისტერ კომბსის საშინელ ქცევას. ძნელია, სიტყვებით გადმოიცეს მისს ვენტურას სიმამაცე, რომელმაც გაბედა და საჯაროდ გამოიტანა ეს ყველაფერი“,-განაცხადა კასანდრას ადვოკატმა. 

მუსიკალური მაგნატის სხვა მსხვერპლმა ქალებმა მხოლოდ   კასანდრას შემდეგ გაბედეს ხმის ამოღება და ჩვენების მიცემა. 2023 წელს ერთ-ერთი მათგანი მანჰეტენის სასამართლოში მივიდა და შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, რეპერმა ის ნარკოტიკებით გააბრუა და შემდეგ გააუპატიურა. ადვოკატის განცხადებით, რეპერმა ინციდენტი ვიდეოზე აღბეჭდა და შემდეგ მუსიკალური ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს აჩვენა.

შონ კომბსის სახლში ჩატარებულ ჩხრეკამდე რეპერს პროდიუსერმაც უჩივლა, რომელთან ერთადაც ის ალბომ Off the Grid-ს  წერდა. 72-გვერდიან განცხადებაში ნათქვამია, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა რეპერის სახლში და იწერდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. მისი თქმით, სახლის მეპატრონე გენიტალიებზე ეხებოდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე აიძულებდა, სხვა მამაკაცებთან დაკავებულიყო სექსით, თან არწმუნებდა, რომ ეს არის „ნორმალური პრაქტიკა მუსიკალურ ინდუსტრიაში“. 

ამასთან, პროდიუსერმა საჯაროდ პირველად განაცხადა რეპერის მიერ მოწყობილ დახურულ წვეულებებზე, სადაც სტუმრები იღებდნენ აკრძალულ ნივთიერებებს და თავიანთ მსხვერპლს ინტიმურ ურთიერთობებს აიძულებდნენ. ასევე აწყობდნენ მძიმე სექსუალურ პერფორმანსებს, რომელიც იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ ზოგ მონაწილეს ექიმის დახმარება და გადასხმები ჭირდებოდა. ასეთი წვეულების დამთავრების შემდეგ რეპერის სპეციალური პერსონალი ნამდვილ „საიდუმლო ოპერაციას“ იწყებდა ნივთმტკიცებების გასანადგურებლად. ისინი შენობას ალაგებდნენ და დაზარალებულებს  ფიზიკურ და მორალურ ზიანს უნაზღაურებდნენ. 

 კომბსის სახლში ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკები, იარაღები, რომელსაც სერიული ნომერი წაშლილი ჰქონდა, 1000 შეკვრა საბავშვო ჰიგიენური ზეთი და ლუბრიკანტი, ასევე დაიკითხა მინიმუმ 5 მოწმე, რომლებიც სავარაუდოდ, დაკავშირებულნი არიან ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ექსპლუატაციასთან. 2024 წლის მაისში СNN-მა გამოაქვეყნა 2016 წელს, ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობოდა რეპერი ადამიანებს, ვისზეც მას ძალაუფლება ჰქონდა. 

როგორც გამოცემა „ინსაიდერი“ წერს, მუსიკოსი, რომელსაც  ცოტა ხნის წინ MTV Video Music Awards-ზე, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის Global Icon Award გადსცეს, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ  ტყუილზე, სიბინძურესა და დანაშაულზე აგებული მისი იმპერიის კრახამდე სულ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი. ის ინტერვიუში ამბობდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო და ყველაზე მეტს იღიმებოდა. თუმცა დღეს სამართალდამცველები უკვე სერიოზულად აპირებენ ამხილონ და სააშკარაოზე გამოიტანონ  მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩაბუდებული ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჭიანჭველების ბუდე. 

მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯასტინ ბიბერის შემთხვევას, როდესაც 15 წლის მომღერალმა 48 საათი გაატარა რეპერთან. არსებობს კადრები, რომელშიც პაფ დედი ამბობს, რომ ის და ჯასტინი 48 საათს ერთად გაატარებენ ისე, როგორც კინოში. “15 წლის ბიჭისთვის ეს ოცნებაა“,-ამბობს რეპერი.

ბიბერის თაყვანისმცემლები წუხილს და შეშფოთებას გამოთქვამენ იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო 15 წლის ბავშვსა და მოზრდილ მუსიკის მაგნატ მამაკაცს შორის. ზოგს მიაჩნია, რომ ტრეკში Lonely, ალბომიდან Justice, ასევე კლიპის Yummy ბექსტეიჯზე ბიბერი აკეთებს მრავალ მინიშნებას იმ საშინელებებზე, რაც შეიძლება, პაფ დედისთან ურთიერთობისას შეემთხვა. ამჟამად ჯასტინ ბიბერი ისევე, როგორც სხვა ვარსკვლავები, ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს და ხმაურიან სექს-სკანდალიდან დისტანცირებას ცდილობს. 

მედია წერს, რომ „ვიღაცეებს,  ვინც ახლა გაჩუმებულია, ალაპარაკება მოუწევთ , ვიღაცამ კი, შესაძლოა, ახალი ჯეფრი ეფშტეინის ბედი გაიზიაროს. 

თავად რეპერი ბრალდებებს ურაყოფს და შიმშილობას აცხადებს, რადგან შიშობს, რომ შეიძლება, მოწამლონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,193 ნახვა