GD Banner
განათლება

კოლეჯი „პრესტიჟი“ აპლიკანტებს სთავაზობს საორიენტაციო ვიზიტებს ღვინის კომპანიებში

კოლეჯი „პრესტიჟი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით აგრძელებს დუალურ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საორიენტაციო ვიზიტებს ღვინის კომპანიებში.

მევენახე-მეღვინის საორიენტაციო დუალურ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტები საორიენტაციო ტურის ფარგლებში სტუმრობდნენ ქართული ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS Winery და სოფ. სანიორეში საოჯახო მარან „საწნახელს”, სადაც გაიარეს ე.წ. „ღვინის გზა“, რაც ითვალისწინებს ღვინის წარმოების მთელ პროცესს ვენახებიდან საწნეხელამდე, შემდეგ კასრებამდე და ბოლოს ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე.

აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სამუშაოთა მიმდინარეობას, დაათვალიერეს მარნის სხვადასხვა სივრცეები და მოისმინეს პროფესიონალი მეღვინეების შთამბეჭდავი პრეზენტაციები -ტრადიციული ქართული ტექნოლოგიის 8000-წლიანი ისტორია და ამომწურავი პასუხები მიიღებს ყველა კითხვაზე.

საორიენტაციო ტური და დეგუსტაცია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია, სადაც უნიკალურ ისტორიასთან ერთად მომავალმა მეღვინეებმა თანამედროვეობისა და ტრადიციების უდიდესი სინთეზი აღმოაჩინეს და გაუჩნდათ ინტერესი კოლეჯი “პრესტიჟის” ხელშეწყობით დაეუფლონ ყველაზე პრესტიჟულ მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,189 ნახვა