GD Banner
უცხოური მედია

მარკ ცუკერბერგის ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა

Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ის მეოთხე ადამიანია ისტორიაში, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.

Meta-ს აქციების მკვეთრი ზრდის ფონზე, 2 წელიწადში ცუკერბერგის აქტივების სუფთა ღირებულება თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ როცა 2021 წელს ცუკერბერგმა Facebook-ის ბაზაზე მეტასამყაროს შექმნის შესახებ განაცხადა, ეს „კოლოსალურ შეცდომად ჩათვალეს, რომლის გამოც მას 100 მილიარდი დოლარის დაკარგვა შეეძლო“. თუმცა, საბოლოო ჯამში ინვესტორებმა ამ იდეას მხარი დაუჭირეს და მას მოგება მოაქვს.

Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, დღეს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი Tesla -ს ხელმძღვანელი ილონ მასკია, რომლის ქონებაც 272 მილიარდ დოლარად ფასდება. მეორე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მესამეზე კი LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,184 ნახვა