GD Banner
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს „ქართული ოცნების“ მიღწევებზე. ასევე, აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ქვეყნის გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება მმართველ გუნდზე, რომელმაც ამის მიუხედავად შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

ასევე ითქვა, რომ თუ მოსახლეობას სურს მშვიდობის შენარჩუნება, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ.

შეხვედრას პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საპარალამენტო უმრავლესობის წევრები ლევან მაჭავარიანი და ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონული საარჩევნო შტაბის უფროსი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა