GD Banner
ხელოვნება და კულტურა

სილამაზის კონკურსში „მის სამხრეთ კორეა“ 81 წლის ქალმა მიიღო მონაწილეობა

81 წლის მოდელმა ჩოი სუნ ჰვამ სილამაზის კონკურს „მის სამხრეთ კორეას“ უხუცესი მონაწილე გახდა. AP-ს ინფორმაციით, სეულში გამართული კონკურსის ფინალში ის მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოდელებს შეეჯიბრა. ჯვამ ტიტული ვერ მოიგო, თუმცა გაიმარჯვა ნომინაციაში „ყველაზე კარგად ჩაცმული კონკურსანტი“.

ჩოი საავადმყოფოში მუშაობდა, მოდელობა კი 70 წლის ასაკში დაიწყო.

„ამ ასაკშიც კი გამოვიჩინე სიმამაცე და გამოწვევაზე უარი არ ვთქვი. მინდა ხალხმა შემომხედოს და გაიაზროს, რომ შესაძლებელია იცხოვრო ჯანსაღად და სიცოცხლისგან სიამოვნება მიიღო, მაშინ როდესაც პოულობ იმას, რისი კეთებაც გინდა და საკუთარ თავს შენივე ოცნებების ასრულებისთვის გამოწვევებს უწყობ“, – განაცხადა ჰვამ.

მის სამხრეთ კორეად კი 22 წლის ჰან არიელი აირჩიეს, რომელიც ნოემბერში თავის ქვეყანას კონკურსზე „მის სამყარო“ წარადგენს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,185 ნახვა