GD Banner
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ წინუბნის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა მთელი სოფლის სახელით ითხოვეს სოფლის სტადიონის რეაბილიტაცია, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ სტადიონის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია და უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მოხერხდება მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარანტი კი არის „ქართული ოცნება“.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონული საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა