GD Banner
პოლიტიკა

შვედეთის მთავრობა ქუჩაში მოწყალების თხოვნის აკრძალვას აპირებს, ამ ადამიანებს შესაბამისი ნებართვის აღება თა თანხის გადახდა მოუწევთ

შვედეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიციამ გამოაცხადა ცხრათვიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში მოწყალების თხოვნა აიკრძალება.

ამის შესახებ Guardian  წერს.

ახალი რეგულაცია იმ შემთხვევაში ამოქმედება, თუ 9-თვიანი საცდელი ეტაპი აჩვენებს, რომ მსგავსი აკრძალვის შემოღება არის შესაძლებელი.

„შვედეთის დემოკრატების“ ლიდერმა, ლინდა ლინდბერგმა გააკრიტიკა ადამიანები, რომლებიც, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შვედეთში ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჩადიან.

შვედეთის მთავრობის მიერ ინიციირებული რეგულაციის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევს, რომელიც 250 შვედური კრონა ეღირება. იმ პირებს, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ, ჯარიმის სახით 4000 კრონის გადახდა მოუწევთ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „სივილ რაით დიფენდერი“ შვედეთის ხელისუფლებას სასამართლოში დავით ემუქრება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,021 ნახვა