GD Banner
პოლიტიკა

ჯეიმს ო’ბრაიენი – შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას და საქართველოს ევროპას აშორებს

შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი პლატფორმა X-ზე წერს.

„შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის“, – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი.

შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,832 ნახვა