GD Banner
Uncategorized

გია აბაშიძე: ამომრჩეველთა განწყობების უზუსტესად ამსახველი “გორბის” კვლევის თანახმად, მმართველი პარტია დამაჯერებლად მოგებულია, თუმცა, ელექტორატს შევახსენებ, რომ სამოქალაქო აქტიურობა ზეაუცილებელია

ამომრჩეველთა განწყობების უზუსტესად ამსახველი “გორბის” კვლევის თანახმად, მმართველი პარტია დამაჯერებლად მოგებულია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებულ “გორბის” კვლევას, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების” რეიტინგი 59,5 პროცენტია.

აბაშიძის თქმით, ამ მაჩვენებლის მიუხედავად, ამომრჩეველს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სამოქალაქო აქტიურობა და ხმის მიცემა აუცილებელია, რათა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლოს.

“ამომრჩეველთა განწყობების უზუსტესად ამსახველი “გორბის” კვლევის თანახმად, მმართველი პარტია დამაჯერებლად მოგებულია. თუმცა, სოციალურად ზარმაც ელექტორატს შევახსენებ, რომ სამოქალაქო აქტიურობა ზეაუცილებელია, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობით “ქართულმა ოცნებამ” ზეპრიოტეტული საკითხები გადაწყვიტოს. ნამუსგარეცხილი ვითომ მეგობრების გარე ჩარევები სასწაულად ანტიპრიოპრიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, თავად შექმნეს ეს რეალობა დასაცინმა ევროკრატებმა,” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,818 ნახვა