GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, ანტიქართული მიზნებით კი, ერთნი არიან

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ,  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ ოპოზიცის შეგვიძლია კოლექტიური აგენტურა ვუწოდოთ, რადგან ერთმანეთისგან მათ მხოლოდ საარჩევნო ნომერი და ლოგოები განასხვავებთ. 

მდინარაძემ აღნიშნა, რომ გვარამიას, მელიას, ჯაფარიძესა და ხოშტარიას, ახალ სახეებად ასაღებენ, რითაც პატრონებმა სცადეს „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა.

„მათ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, შინაარსით და ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან.

სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მათ წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ვერ ახერხებენ. თუმცა, პატრონებმა აქაც კი სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და მათ ნაცვლად ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება. მათ, პარტიას ნომრით 5, თითქმის მთლიანად დაუშალეს რეგიონული ოფისები და გვარამიას გადააბარეს, მაგრამ იმდენად არიან ისინი ერთმანეთთან, ხოლო ყველა ერთად, დანაშაულთან შეზრდილები, რომ ხალხის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებენ.  

ისინი არიან ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში დაატყდა თავს, თუმცა, მათი დავალებების უსიტყვო შემსრულებლებად ქცევა ნელ-ნელა, მეთოდურად მოხდა. 

თავის მხრივ, ეს გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მისი გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინა, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,830 ნახვა