GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: იმდენად არიან გარე აქტორებზე დამოკიდებულები, რომ საარჩევნო კამპანია არ აქვთ, ელოდებიან გარედან რაღაცას, ან შიგნით პროვოკაციას, რომელმაც მათი აზრით თეორიულად შეიძლება სიტუაცია გარდატეხოს

x

ეს ხალხი [რადიკალური ოპოზიცია] ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორც მართავს მათ ვიღაცა, როგორც ბოროტ კლოუნებს, ამათი ზიზღის კამპანიის შედეგად კაცი რომ მოკვდა იმერეთში, ამაზე ვინ აგებს პასუხს? და შენ ისიც არ უნდა გამოაკრა, რაც რეალობას ასახავს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს ეხებოდა.

„„მოიშორე ქოცნება“, „მოიშორე ბიძინა“, ზიზღის ენით, შეურაცხმყოფელი და პოლარიზაციის გამაღვივებელი ბანერები გამოჩნდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისგან“. ხედავთ როგორ მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ყველა ჩვენს აქტივისტს მოვუწოდებ, ნუ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე კონფლიქტში შემოვიდნენ, მაგრამ ვისთან უნდა შევიდნენ კონფლიქტში, ველზე არ არიან, არ დადიან სოფლებსა და ქალაქებში. პირველი არჩევნებია, როცა ე.წ. ველზე ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს. იმდენად არიან გარე აქტორებზე დამოკიდებულები, რომ საარჩევნო კამპანიებს ტელევიზიების გარდა პრაქტიკულად არ აწარმოებენ. სოფლებში, ქალაქებში, უბნებში ვერ შედიან, საარჩევნო კამპანია არ აქვთ. დელეგატიც კი არ დაუსახელებია არცერთ პარტიას. ელოდებიან გარედან რაღაცას, ან შიგნით პროვოკაციას, რომელმაც მათი აზრით თეორიულად შეიძლება გარდატეხოს სიტუაცია. ეს მათი დუმილი საარჩევნო ველზე ამის მომასწავებელია. ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორც მართავს მათ ვიღაცა, როგორც ბოროტ კლოუნებს. ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტის სასახლეში საარჩევნო შტაბი გახსნა – ხმას ვინმე იღებს? ამათი ზიზღის კამპანიის შედეგად კაცი რომ მოკვდა იმერეთში, ამაზე ვინ აგებს პასუხს? არ მოკვდა? ამის მერე, გამოაკრავენ – მოიშორე ქოცნება, მოიშორე ბიძინა და შენ ისიც არ უნდა გამოაკრა, რაც რეალობას ასახავს. ომის კადრიც არ უნდა დადო, მათ რომ ვიღაცა ათამაშებს თავის ჭკუაზე, – არც ეს. რამდენჯერაც ასეთ რაღაცას გააკეთებენ, შესაბამის პასუხს მიიღებენ“, – აცხადებს მდინარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,832 ნახვა