პოლიტიკა

ლენტეხში სოფელ ჟახუნდერის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს, საქართველოს ეროვნული გმირის, ალეკო ონიანის სახელი მიენიჭა

ლენტეხში სოფელ ჟახუნდერის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს შინდისისა და საქართველოს ეროვნული გმირის-ალეკო ონიანის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე ავრცელებს.

„ალეკო ონიანის სახელობის მწვერვალი ზღვის დონიდან 2 606 მეტრზე მდებარეობს. 11 ოქტომბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ალეკო ონიანის სახელობის მწვერვალზე მონუმენტი დაიდგა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გია ონიანთან ერთად გმირის საფლავი მოვინახულე და კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ გარდაცვლილის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ონიანი აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა. ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.

სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2009) და (2021) წელს კი ეროვნული გმირის წოდება“, – წერს ენუქიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა