პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია

როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„არ ვიცი ვის მივცემდი ხმას, საქართველოს მოქალაქე რომ ვიყო. იმავდროულად, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ რაიმე რეკომენდაცია მივცე ქართველებს. უარს ვამბობ არჩევნებში ჩარევაზე, იქნება ეს მთავრობის, თუ ოპოზიციის სასარგებლოდ. ქართველები უძველეს ერს წარმოადგენენ, გასაოცარი ისტორიით, რომელიც მოწმობს, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ უნარი, რომ შიდა საქმეები დამოუკიდებლად ემართათ.

საქართველო არის ერი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ იცის როგორ იბრძოლოს თავისუფლებისთვის და როგორ დაიცვას ის. ქართველებს საკმარისი შეგნება და გამოცდილება აქვთ, რომ თავად განსაჯონ ვინ მუშაობს მათ სასარგებლოდ და ვინ წარმოადგენს უცხოურ ინტერესებს. მე, როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,017 ნახვა