GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, თავისი ფურცლით დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან

პრეზიდენტი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ის ჩვეულებრივად ჩართულია საარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და მგონი ამას ყველა ხედავს და თვითონაც არ მალავს. ის ასევე ჩართულია პრემიერობის კანდიდატის შერჩევაში, უფრო სწორად, მოაწერინა ხელი პარტიებს, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება, დაასახელოს კანდიდატი, რაც ანტიკონსტიტუციურია,  –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ საუბრისას.

პაპუაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი დადის ევროპელ ლიდერებთან და საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა და არაკონსტიტუციურია, თუმცა, ამაზე ადგილობრივი არასამთავრობოები არაფერს ამბობენ. მისი თქმით, უკვე მმართველი გუნდი რწმუნდება, რომ დაგეგმილია 2020 წლის არჩევნების შემდგომი სცენარის გამეორება უფრო უხეში ფორმებით, ისეთი არასამთავრობოები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ემზადებიან ყალბი ანგარიშების დასადებად, რათა ამით ოპოზიციას მისცენ მღელვარების საბაბი.

„ის [სალომე ზურაბიშვილი] ამ თავისი ფურცლით დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც ჩვენი არის ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა და ესეც კონსტიტუციის დარღვევაა პრეზიდენტის მხრიდან. ანუ, აბსოლუტურად გასულია ყველანაირი ჩარჩოდან, თუმცა, ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშში, ეს არსად არ მომხვდარა, ისევე როგორც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არსებული დარღვევები. ამაზე ყველაფერს თვალს ხუჭავენ, სამაგიეროდ, ტყუილი არის ხოლმე ჩაწერილი შიგნით. ეს პირდაპირ მანიშნებელია იმის და ნელ-ნელა უკვე ვრწმუნდებით, რომ დაგეგმილია 2020 წლის სცენარის გამეორება უფრო უხეში და მძიმე ფორმებით. ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ნაწილი, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან აღიარებულად და სასამართლოს მიერ დადასტურებულად, მტკიცებულებით აქვს საარჩევნო მიზნები – “საერთაშორისო გამჭვირვალობას” და ზოგიერთ სხვა ორგანიზაციას. ისინი ემზადებიან, რომ დადონ ყალბი ანგარიშები, იმისთვის რომ მისცენ საბაბი მღელვარებას ოპოზიციის მხრიდან. 2020-ის სცენარის გამეორება არის დაგეგმილი.“ –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,899,975 ნახვა