პოლიტიკა

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბათუმში მათი ბანერის მოპარვის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა – სტენდის მესაკუთრის განმარტებით, ბანერი ძლიერმა ქარმა დააზიანა, რის გამოც ჩამოხსნა და სტენდის მიმდებარედ დადო

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბათუმში მათი ბანერი მოიპარეს, სიცრუე აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სარეკლამო სტენდი ბათუმში მცხოვრები ლევან ქათამაძის საკუთრებაა. როგორც მან განმარტა, გახარიას პარტიის ბანერი ძლიერმა ქარმა დააზიანა, რის გამოც, თავად ჩამოხსნა იგი და სტენდის მიმდებარედ დააწყო, სადაც ამ დრომდე დევს.

პარტია „გახარია- საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა, ტატა ხვედელიანმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში მათი პარტიის ბანერი მოიპარეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,121 ნახვა