Uncategorized

ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელზე ანა წითლიძის თავდასხმას ხმაური მოჰყვა

ხმაური იყო ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ერთ-ერთ დამკვირვებელს დაუპირისპირდა. წითლიძე დამკვირვებელს ბრალს სდებდა, რომ ის იყო „ზონდერი“ და „ნარკოტიკული თრობის ქვეშ“. იგი მოითხოვდა, რომ დამკვირვებელს უბანი დაეტოვებინა.

წითლიძე ასევე, აცხადებდა, რომ დამკვირვებელს ბეიჯზე ვინაობა არასწორად ჰქონდა მითითებული და იგი არა გიორგი წულაია, არამედ გიორგი ჯიქია იყო. თუმცა, წულაიამ საჯაროდ წარადგინა პირადობის მოწმობა, რომლითაც დადასტურდა, რომ იგი ნამდვილად გიორგი წულაიაა.

„დღეს საქართველოს მოსახლეობა ამათ საკადრის პასუხს გასცემს. ანახებს ქართველი ხალხი, როგორი არაადამიანები, როგორი ბინძური და გასვრილი ადამიანები არიან“, – განაცხადა გიორგი წულაიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,017 ნახვა