პოლიტიკა უცხოური მედია

CNBC – არჩევნების შემდეგ, შეძლებული ამერიკელების რეკორდული რიცხვი სხვა ქვეყნებში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას

ადვოკატები, რომლებიც საიმიგრაციო ქეისებზე მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ აშშ-ში გაიზარდა იმ შეძლებული ადამიანების რიცხვი, ვისაც მეორე პასპორტის აღება ან საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მოპოვება სურს, რადგან პოლიტიკური და სოციალური მღელვარების ეშინიათ. ამის შესახებ CNBC​ წერს.

კომპანია Henley & Partners-ის კერძო პირებთან მუშაობის ჯგუფის ხელმძღვანელი დომნიკ ვოლეკა აცხადებს, რომ 2023 წელთან შედარებით, 30% არის გაზრდილი აშშ-ს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლას აპირებენ. 

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი მილიონერების 53%-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, დატოვებენ ამერიკას არჩევნების შემდეგ, განურჩევლად შედეგებისა.  18-დან 29 წლამდე გამოკითხულთა 64% დაინტერესებულია „ოქროს ვიზის“ მიღებით, რომელიც შესაძლებელია პროგრამით „საზღვარგარეთ ცხოვრება და ინვესტიცია“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,768 ნახვა