პოლიტიკა

ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში “ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი მა­სუდ ფე­ზეშ­ქი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბულ ჩა­ტა­რე­ბას და პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, პრე­ზი­დენ­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი გახ­დე­ბა ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ტკი­ცე­ბი­სა და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რი.

“მსურს, თქვენს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას და ქარ­თველ ხალ­ხს, გუ­ლი­თა­დად მო­გი­ლო­ცოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ამ არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა.

იმე­დია, ეს არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას, გახ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წინსვლის და კე­თილ­დღე­ო­ბის, ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ტკი­ცე­ბი­სა და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რი.

უფალს შევ­თხოვ თქვე­ნი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბებს და მე­გო­ბა­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წარ­მა­ტე­ბებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­მი­ე­რი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვა­ში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,639 ნახვა