უცხოური მედია

ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა- ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნა საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი. ეს არის ასევე დემოკრატიის და თავისუფლების უდიდესი გამარჯვება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებს მიმართა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, მათ შორის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს და მას გენიოსი და ახალი ვარსკვლავი უწოდა. ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში მასკი აქტიურად უჭერდა მხარს რესპუბლიკელების კანდიდატს და წინასაარჩევნო შეხვედრებშიც იღებდა მონაწილეობას.

ამას გარდა, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტობა “ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა მსოფლიოში” და დაამატა, რომ მეორე ვადაში მთავარი იქნება დაპირებების შესრულება.

“ეს დღე დარჩება დღედ, როცა ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნა საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი. ეს არის ასევე დემოკრატიის და თავისუფლების უდიდესი გამარჯვება. ჩვენ ამერიკას გავხდით დაცულს, ძლიერს და თავისუფალს. ვთხოვ ყველა მოქალაქეს ამ ქვეყანაში შემომიერთდეს, დროა უკან მოვიტოვოთ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მომხდარი გაყოფა, გაერთიანების დროა”, – განაცხადა ტრამპმა გამოსვლისას და დაამატა, რომ ღმერთმა მისი სიცოცხლე გარკვეული მიზნით გადაარჩინა.

“ეს მიზეზი იყო ჩვენი ქვეყნის დაცვა და ამერიკული დიდების აღდგენა. ახლა ვაპირებთ ამ მისიის ერთად შესრულებას”, – უთხრა მან მხარდამჭერებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა