უცხოური მედია

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რობერტ კენედი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა.

რობერტ კენედი უმცროსმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარდგენისთვის.

კენედი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება მუშაობის დაწყებას, რათა „გაათავისუფლოს სააგენტოები კორპორატიული გავლენისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს, განახორციელონ თავიანთი მისია – კვლავ აქციონ ამერიკელები მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ერად“.

ამასთან, რობერტ კენედი უმცროსი საზოგადოებას გამჭვირვალობასა და „მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეცნიერებაზე“ ფოკუსირებას დაჰპირდა.

„ჩემი ვალდებულება ამერიკელი ხალხის წინაშე არის ვიყო პატიოსანი საჯარო მოხელე“, – წერს კენედი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,007 ნახვა