Uncategorized

დავით სონღულაშვილი: დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, გამოწვევა

დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, გამოწვევა, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს გვქონდა შესაძლებლობა ჩვენს გუნდთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც წვლილი შეიტანა, თავისთავად ცხადია, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკის წინსვლაში.

მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ იმ დაწყებულ რეფორმებს და აგრეთვე, დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ. წარმატებები მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა წარადგინა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი დაასახელა, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე კი – ანრი ოხანაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,897 ნახვა