Uncategorized

ლგბტ წვეულების გამო ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ლგბტ წვეულების გამო, რომელიც კლუბ „ზებრაში“ ჩატარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საქმე აღიძრა ექსტრემიზმის მუხლით. ტელეგრამ-არხების ცნობით, კოსტიუმირებულ წვეულებაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებთან „პროფილაქტიკური საუბარი“ გაიმართა, ხოლო ორგანიზატორების წინააღმდეგ ექსტრემიზმის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კლუბი დროებით დაიკეტა.

2023 წლის 30 ნოემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა და „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. მსგავსი დასახელების ორგანიზაცია ოფიციალურად არ არსებობს. რუსეთის სასამართლოს ვერსიით, ეს მოძრაობა აშშ-ში შეიქმნა, ხოლო რუსეთში ის 1984 წლიდან მოქმედებს.

2024 წლის 22 მარტს „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ და მისი „სტრუქტურული ქვედანაყოფები“ „როსფინმონიტორინგმა“ ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,885 ნახვა