პოლიტიკა

გია აბაშიძე: “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, დარწმუნებული ვარ, ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება – ღირსების საკითხია, რომ ეს ამორალური დანაშაული მყისიერად იყოს გამოძიებული

კონსერვატორიასთან “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პროტესტიდან მოშორებით ინციდენტის გადაღებაზე მობილიზებული კამერები, მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძის ოფისიდან, კითხვებს ბადებს, შესაბამისად, ეს დანაშაული მყისიერად უნდა იქნას გამოძიებული.

“კონსერვატორიასთან “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება. პროტესტიდან მოშორებით ინციდენტის გადაღებაზე მობილიზებული ტელეკამერები, მათ შორის გირჩი ჯაფარიძის ოფისიდან შეკითხვებს ბადებს. ღირსების საკითხია, რომ ეს ამორალური დანაშაული მყისიერად იყოს გამოძიებული, რათა ამოიძირკვოს მავნებლური ნარატივი უმართავ პროცესებსა და ქაოსზე, რაც ასე სურთ რადიკალებს.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა