შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ კობა ხაბაზზე თავდახმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
„ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული“, – განუცხადეს საქრართველოს პირველ არხს უწყებაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, კობა ხაბაზს პარტიის ოფისთან დაესხნენ თავს. როგორც თავად კობა ხაბაზი აცხადებს, პარტიის ოფისიდან გამოსვლის დროს 50-მდე პირი დაესხა თავს.
Facebook Comments Box