უცხოური მედია

ლონდონში, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის გამო, დედაქალაქის მერს აკრიტიკებენ

ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. ცერემონიალს დედაქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ნაძვის ხე მოსახლეობის კრიტიკის საგანი გახდა. მათი თქმით, ლონდონის მერი სადიქ ამან ხანი მსგავსი უგემოვნობით ბრიტანულ ღირებულებებს და ქრისტიანობას უპირისპირდება.

„ლონდონი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია ერთ-ერთი ყველაზე ულამაზო საახალწლო ნაძვის ხით, ეს სადიქ ხანის წინასწარ განზრახული მცდელობაა, ძირი გამოუთხაროს ბრიტანულ ღირებულებებს და ქრიატიანობას“,-წერენ სოციალურ ქსელებში.

პასუხად, ხელისუფლება აცხადებს, რომ წლევანდელი ნაძვის ხე დიდად არ განსხვავდება წინა წლებისგან. მათივე განცხადებით, ლონდონს ნაძვის ხე ნორვეგიამ აჩუქა და მორთულიც სწორედ ნორვეგიულ სტილში- ვერტიკალური განათებითაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,561 ნახვა