პოლიტიკა

გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენების გამო, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ბერლინში არეულობების შემდეგ 400-მდე ადამიანია დაკავებული

ახალი წლის ღამეს გერმანიაში პიროტექნიკისგან შემთხვევით მიღებული დაზიანებით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობამ ასევე დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტების სერია, რომლის დროსაც პოლიციელებსა და მეხანძრეებს პიროტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ბერლინში 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. მომხდარის გამო, პოლიციამ 400 ადამიანი დააკავა. გერმანიის დედაქალაქში შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად ასობით პოლიციელია მობილიზებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,650 ნახვა