ამერიკულ-უკრაინულ მოლაპარაკებამდე ორი დღე რჩება. საუდის არაბეთში შეხვედრა 11 მარტს გაიმართება და ომის დასრულებაზე იმსჯელებენ.
ცნობილია დელეგაციების შემადგენლობა. შეხვედრაზე კიევს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკო რუბიო, ტრამპის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში და შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში.
Facebook Comments Box